KA
Navenakhevi Cave - an impressive landmark of Imereti

ნავენახევის მღვიმე - იმერეთის შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობა

იმერეთის მღვიმეებიდან ყველაზე ცნობილი პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეებია, თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავია ნავენახევის მღვიმე. აქ უცნაური ფორმის სტალაგმიტები და სტალაქტიტები დაგხვდებათ.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
თერჯოლა

ეს კარსტული მღვიმე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავენახევის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 235 მეტრზეა. პირველად ის 30-იან წლებში ქართველმა მეცნიერმა ლევან მარუაშვილმა გამოიკვლია. 

ნავენახევის მღვიმის შესახებ პრესაში 1981 წელს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, დებმა ხუჯაძეებმა დაწერეს. შედეგად აქ ტურისტული ზონის მოწყობა დაიწყო. მიუხედავად ამისა, ნავენახევის მღვიმე ოფიციალურად დიდი ხნის შემდეგ, 2018 წელს გაიხსნა.

თავგადასავალი მღვიმეში შევლისთანავე იწყება, როცა ცარცულ კირქვებში მომწყვდეული სტალაგმიტებისა და სტალაქტიტების თვალიერებას იწყებ. 30-ე მეტრზე გზა ორად იყოფა და პირველი არჩევანის გაკეთება გიწევს. 

ორსართულიანი და ოთხდარბაზიანი მღვიმის მეორე სართული დარბაზს პატარა საფეხურებით უკავშირდება. ნავენახევის მღვიმის უჩვეულობას კიდევ ერთი ფაქტი მოწმობს - მას მხოლოდ ერთი შესასვლელ-გამოსასვლელი აქვს, ძველი გამოსასვლელი 7 მეტრი სისქის სტალაგნატითაა ამოქოლილი. 

მღვიმის მონახულების შემდეგ შეგიძლია, მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ საგანმანათლებლო და სათამაშო მოედნებს ეწვიო. იქვეა ამფითეატრი, კაფეტერია და ტყის ბილიკები ფოტოსესიისთვის. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა