KA
Orbeli Fortress

ორბელის ციხე

ლეჩხუმი დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მხარეა, რომელიც უძველესი კულტურითა და ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. სწორედ აქ, ლეჩხუმში, ლაჯანურის ხეობას გადმოჰყურებს XVI-XVII საუკუნეების ძეგლი – ორბელის ციხე, რომელიც არქიტექტურული, სტილისტური თუ სტრატეგიული მნიშვნელობით რეგიონში თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობა იყო.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ცაგერი

ორბელის ციხის ისტორია

კლდოვან შემაღლებაზე ნაგებ შენობას ოვალური ფორმის გალავანი ერტყა გარს. ციხის სიგრძე – 50 მეტრი, სიგანე კი 30 მეტრი უნდა ყოფილიყო. მთავარი კარი აღმოსავლეთით მდებარეობდა და კოშკში იყო გაჭრილი. აქ, სავარაუდოდ, სულ 3 კოშკი მდებარეობდა, მთავარი კოშკი კი ჩრდილოეთით უნდა მდგარიყო, რომელზედაც ორსართულიანი შენობა იყო მიდგმული. სავარაუდოა, რომ ის საცხოვრებლის ფუნქციას ასრულებდა.

რას ნახავ ორბელის ციხის ტერიტორიაზე

ციხის მიმდებარედ სასაფლაოა, აქვეა ეკლესიაც. არქეოლოგიური გათხრების თანახმად, ტერიტორიაზე აკლდამის კვალიც იკითხება. გადმოცემით, აქ კიდევ ერთი ეკლესია იყო, სადაც უძველეს საუნჯეებს ინახავდნენ. დღეს ტაძარი დანგრეულია, თუმცა შემორჩენილია ამ ადგილებში აღმოჩენილი ძეგლები - ჯვარცმის უძველესი ქანდაკება, მთავარანგელოზის ხატი და ორბელის ციხის ეკლესიის ოთხთავი, რომელიც დღეს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ინახება. 

დღეს ციხე უკაცრიელია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა