„ოქროს ტბის“ სიგრძე 1000-1200 მეტრს აღწევს, ხოლო სიგანე - 150-200 მეტრს. მისი მაქსიმალური სიღრმე 4-იდან 6 მეტრამდეა, ფსკერი კი თანაბარი და ქვიშიანია.
ტბაში არაერთი ჯიშის თევზი ბინადრობს: კეფალი, ზუთხი, კობრი, ამური, კარჩხანა და შამაია. სეზონურად თევზაობაც შესაძლებელია. სპეციალური ბადით ორ ნაწილად გაყოფილი ტბა ერთმანეთისაგან აცალკევებს ქორჭილასა და დანარჩენ თევზს.
ხელოვნურად შექმნილი ტბისთვის ხელოვნურადაა შექმნილი რელიეფიცა და ფორმაც. „ოქროს ტბის“ ძირითადი დანიშნულება წლების განმავლობაში წყალსათხილამურო სპორტსმენების მასპინძლობა იყო. 1991 წელს ევროპის ჩემპიონატი ნიჩბოსნობაში სწორედ „ოქროს ტბაზე“ გაიმართა.
მდინარე მალთაყვასთან მდებარე ეს ხელოვნური ტბა წლის ყველა სეზონზე ულამაზესი სანახავია.