KA

პარაგლაიდინგი კვარიათში

აჭარაში პარაპლანით საფრენად ორი მნიშვნელოვანი ლოკაციაა: კვარიათი და გონიო.

ადგილმდებარეობა

კვარიათი აჭარაში შავიზღვისპირა კურორტია, სადაც მთა და ზღვა საკმაოდ ახლოს არის ერთმანეთთან. ასაფრენი  წერტილი მდებარეობს ზღვის დონიდან 314 მ სიმაღლეზე, სადამდეც კვარიათის ცენტრიდან 3 კმ საავტომობილო გზა მიდის. დასაჯდომი წერტილი კი სანაპიროზე ორგანიზებულ დასაფრენ ლოკაციაზეა.

საფრენი დრო 15-20 წუთი.

სეზონი

კვარიათში პარაპლანით ფრენის სეზონია მაისის დასაწყისიდან ოქტომბრის ბოლომდე. 

ვის შეუძლია ფრენა?

ფრენისთვის აუცილებელია, რომ სხეულის წონა იყოს მინიმუმ 30 კგ და მაქსიმუმ 220 კგ. 

აღნიშნულ ლოკაციაზე პარაგლაიდინგი ასევე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. 

არასრულწლოვანს შეუძლია იფრინოს მხოლოდ მშობლების თანხმობით. 

უსაფრთხოება

ფრენა რეკომენდებულია იმ პილოტთან ერთად, ვისზეც საქართველოს პარაგლაიდინგის სკოლის მიერ გაცემულია ტანდემ პილოტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა.

პილოტის სავარძელი აღჭურვილია სათადარიგო პარაშუტით; ფრენისას პილოტსაც და მგზავრსაც ახურავს ჩაფხუტი. ასევე სასურველია მზის სათვალე. ზაფხულში უნდა გქონდეს მსუბუქი მოსაცმელი, ხოლო დანარჩენ სეზონზე აუცილებელია დათბილული ტანისამოსი. საჭიროების შემთხვევაში, პილოტები იზრუნებენ შენს ჩაცმულობაზე. ფეხზე აუცილებლად უნდა გეცვას დახურული სტილის სპორტული ფეხსაცმელი.

შეგიძლია ფრენა გადაიღო GoPro კამერით, რასაც ასევე პილოტები უზრუნველყოფენ.

კვალიფიციურ პილოტთან ტანდემში ფრენის დაწყებამდე პილოტი ჩაგიტარებს ინსტრუქტაჟს ფრენის პროცესთან დაკავშირებით.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა