ასაფრენი წერტილი მთა იალღუჯზეა, ზღვის დონიდან 750 მ-ზე. სასტარტო ადგილი რუსთავის შესასვლელიდან 13 კმ-ით არის აშორებული და იქამდე მისვლა ნებისმიერი გამავლობის ავტომობილითაა შესაძლებელი.
იფრენთ მთის ჩრდილოეთ ფერდზე, ქალაქის მიმართულებით. დასაჯდომი წერტილი ქალაქის სიახლოვეს, გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ორგანიზებულ დასაფრენ ლოკაციაზეა.
საფრენი დრო 5-8 წუთი.
იალღუჯის მთიდან ფრენისთვის საუკეთესო სეზონია გაზაფხული.
ფრენისთვის აუცილებელია, რომ სხეულის წონა იყოს მინიმუმ 30 კგ და მაქსიმუმ 220 კგ.
აღნიშნულ ლოკაციაზე პარაგლაიდინგი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
არასრულწლოვანს შეუძლია იფრინოს მხოლოდ მშობლების თანხმობით.
ფრენა რეკომენდებულია იმ პილოტთან ერთად, ვისზეც საქართველოს პარაგლაიდინგის სკოლის მიერ გაცემულია ტანდემ პილოტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა.
პილოტის სავარძელი აღჭურვილია სათადარიგო პარაშუტით; ფრენისას პილოტსაც და მგზავრსაც ახურავს ჩაფხუტი, ასევე სასურველია მზის სათვალე. ზაფხულში უნდა გქონდეს მსუბუქი მოსაცმელი, ხოლო დანარჩენ სეზონზე აუცილებელია დათბილული ტანისამოსი. საჭიროების შემთხვევაში, პილოტები იზრუნებენ შენს ჩაცმულობაზე. ფეხზე აუცილებლად უნდა გეცვას დახურული სპორტული ფეხსაცმელი.
შეგიძლია ფრენა გადაიღო GoPro კამერით, რასაც ასევე პილოტები უზრუნველყოფენ.
კვალიფიციურ პილოტთან ტანდემში ფრენის დაწყებამდე პილოტი ჩაგიტარებს ინსტრუქტაჟს ფრენის პროცესთან დაკავშირებით.