KA

ჟამუშის მაცხოვრის ეკლესია

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე უძველესი ხუროთმოძღვრების ძეგლებს აღმოგაჩენინებს და შენ წინ საქართველოს გასაოცარ ისტორიას გადაშლის. სწორედ აქ, მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის სოფელ ჟამუშში მდებარეობს X-XI საუკუნეების ძეგლი, ჟამუშის მაცხოვრის ეკლესია.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

ჟამუშის მაცხოვრის ეკლესიის არქიტექტურა

დარბაზული ტიპის ტაძარი კოშკებიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსშია მოქცეული და დასავლეთის მხრიდან გაკეთებულ მინაშენს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. მთავარ დარბაზში შესასვლელი კარიც სამხრეთით მდებარეობს, სამი მხრიდან კი თაღოვანი სარკმლებია განთავსებული. 

ჟამუშის მაცხოვრის ეკლესიის ფრესკები

XIII საუკუნით დათარიღებული ეკლესიის მოხატულობა დღემდეა შემორჩენილი, სადაც ფრესკებზე საუფლო დღესასწაულების სრული ციკლია ასახული. ტაძარში რამდენიმე რელიკვიაც ინახება, მათ შორის - X საუკუნის წმინდა გიორგის ჭედური ხატი და XVI-XVII საუკუნეების ხატები, რომლებზეც ასომთავრული წარწერებია დატანილი. ირკვევა, რომ ერთ-ერთი მათგანი - მაცხოვრის ხატი ეკლესიისთვის იმერეთის მეფე გიორგი II-ს შეუწირავს. 

2006 წელს ჟამუშის მაცხოვრის ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა