KA
Poti International Festival of Regional Theaters

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი

ფოთის თეატრალური ფესტივალი ყოველი წლის ივლისში ქალაქ ფოთში იმართება. ეს თეატრალური დღესასწაული მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ დასებს შორის შემოქმედებითი კონტაქტების დამყარებას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
ფოთი

რას გთავაზობს რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი?

ფესტივალი 2014 წელს დაფუძნდა და პირველი სპექტაკლი, „ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ“, პოლონურმა დასმა ითამაშა.

მას შემდეგ ფესტივალში, ქართულ სახელმწიფო რეგიონულ თეატრებთან ერთად, სხვადასხვა წელს მონაწილეობდნენ პოლონეთის, უკრაინის, ლიეტუვის, სერბეთის, ბელორუსიის, იტალიისა და ირანის თეატრალური დასები. 

ფესტივალს ესწრებიან ქართველი და უცხოელი თეატრმცოდნეები, კულტურის სფეროს ჟურნალისტები, რომლებიც ფესტივალის სპექტაკლებს აშუქებენ. 

ფესტივალს არ ჰყავს ჟიური, თუმცა არსებობს პრიზები, რომლებიც სხვადასხვა თეატრალურმა ორგანიზაციებმა დააწესეს და მაყურებლებისთვის გამორჩეული დადგმების ავტორებს გადასცემენ.

ფესტივალის დღეებში, სპექტაკლების გარდა, იმართება ვორქშოპები და მასტერკლასები ახალგაზრდებისთვის. 

ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნინელი ჭანკვეტაძე.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა