ჩანჩქერი დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრიდან 5,5 კილომეტრში მდებარეობს. მასთან მისასვლელი გზა ხელუხლებელ ტყეზე გადის, სადაც რცხილა, იფანი, ცაცხვი, ნეკერჩხალი, თელა, წაბლი და სხვა, კავკასიაში იშვიათი სახეობის მცენარეები შეგხვდება.
ტყის ბილიკი მდინარე შრომისხევთან მიგიყვანს, რომელიც ალაზნის მარცხენა შენაკადია. აქ მდინარის გადაკვეთა და სველ ქვებზე გადავლა მოგიწევს, ამიტომ უმჯობესია, თუ შესაბამის ფეხსაცმელს შეარჩევ. შემდეგ კი ალაგ-ალაგ ციცაბო, საცალფეხო გზით მთა ნინიგორის ფერდობს აუყვები და ხმაურიან შრომისხევის, იგივე როჭოს, ჩანჩქერსაც მიადგები. არ გაგიკვირდეს, თუკი გზაში შველი ან ირემი შეგხვდება.
როჭოს ჩანჩქერის მარშრუტი საშუალო სირთულისაა, სადაც ველური ბუნება მთელი თავისი დიდებულებით გელოდება.