KA
Shopping on Rustaveli Avenue

შოპინგი რუსთაველის გამზირზე

საქართველოს მთავარი ქუჩა საინტერესო მხოლოდ თეატრებით, მუზეუმებით, საგამოფენო დარბაზებით არ არის. აქ, რუსთაველის გამზირზე, ბევრი ადგილია, სადაც კარგი შოპინგის მოწყობა და შემდეგ გემრიელად დასვენებაც შეგიძლია.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას გთავაზობს რუსთაველის გამზირი?

შოპინგის დაწყება, რა თქმა უნდა, „თავისუფლების მოედნიდან“ ჯობს. აქ მდებარეობს თანამედროვე სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“, სადაც როგორც მსოფლიოს ცნობილი ბრენდული მაღაზიებია, ისე - ქართველი დიზაინერების ბრენდული სამოსი და პროდუქცია. 

თუ რუსთაველის გამზირს რესპუბლიკის მოედნისკენ დაუყვები, აქაც ნახავ საბავშვო სამოსის, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის, ჩანთების, ტანსაცმლის მაღაზიებსა და „სავაჭრო ცენტრ „მერანს“ - ბრენდული, საჩუქრებისა და სუვენირების უამრავი მაღაზიით. აქ საუკეთესო კოლექციებს შემოგთავაზებენ.

რუსთაველის გამზირზე  შეგიძლია შეიძინო ყველაფერი - ტანსაცმლიდან და ფეხსაცმლიდან დაწყებული, ავეჯითა და ტექნიკით დამთავრებული. ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ შოპინგის დროს დაღლას ვერ იგრძნობ, თითქმის ყოველ ნაბიჯზე დასასვენებელი ზონა შეგხვდება - კაფეები და რესტორნები, სადაც გემრიელად გაგიმასპინძლდებიან. 



ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა