KA
Bioli Medical Wellness Resort

სამედიცინო ველნეს კურორტი ბიოლი

თუ გინდა, დედამიწაზე ნამდვილი სამოთხე იხილო, თბილისიდან 40 წუთის სავალზე და ზღვის დონიდან 1150 მეტრ სიმაღლეზე, კოჯრის რეკრეაციულ ზონაში მდებარე „სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლს“ უნდა ესტუმრო. 
რეგიონი
თბილისი
კურორტი
კოჯორი

რით არის გამორჩეული „სამედიცინო ველნეს კურორტი ბიოლი“

სამკურნალო თვისებებით ცნობილი კლიმატური ზონა, სამეცნიერო დონეზე დამუშავებული ინდივიდუალური პროგრამა, ფიტოაბაზანები, გამაჯანსაღებელი მასაჟი, მეტაბოლიზმის გაუმჯობესება და ორგანიზმის დეტოქსიკაცია სამკურნალო მცენარეებით - აი, რა დაგხვდება კოჯორის კურორტის ტერიტორიაზე. დაუვიწყარ თავგადასავლად გექცევა ქართულ გემოებთან შერწყმული ჯანსაღი სამზარეულო, ქვევრის ბიოღვინო, ინდივიდუალური კოტეჯები პანორამული ხედებით და ელექტრომანქანები. 

„სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლის“ პროცედურები

აქ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი მაღალტექნოლოგიური აპარატურით გამოიკვლევს შენი ორგანიზმის მდგომარეობას, სტრესის დონეს, დაგინიშნავს ინდივიდუალურ კომბინირებულ პროგრამას - ფიზიკური აქტივობის, სპა და გამაჯანსაღებელი პროცედურებისა და შენზე მორგებული ჯანსაღი კვების რაციონით.

თერაპიული პროცედურების შემდეგ კი შეგიძლია, გასართობ ზონას ეწვიო და მშვიდ გარემოში, მუსიკის ფონზე ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი ან ნარდი ითამაშო. აგრეთვე, სხვადასხვა მცენარეული ნაყენი და ღვინო დააგემოვნო. 

გაითვალისწინე, რომ აქვე შეგიძლია, გასვლითი ტურები შენთვის უცნობ ადგილებშიც დაგეგმო. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა