საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
KA
Samtavisi Cathedral

სამთავისის ამაღლების საკათედრო ტაძარი

არსებობს ძეგლები, რომლებიც საკუთარი მნიშვნელობის დასაბუთებას არ საჭიროებს - ხედავ და ხვდები, რომ შენ წინაშე საოცრებაა. სწორედ ასეთია სამთავისის ამაღლების საკათედრო ტაძარი.
რეგიონი
შიდა ქართლი
ქალაქი
კასპი

სამთავისის ამაღლების საკათედრო ტაძრის არქიტექტურა

1030 წელს აგებული ეს სალოცავი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში დგას. გადააბიჯებ გალავნის კარს, გაივლი სამრეკლოს ქვეშ და შენ თვალწინ დაუვიწყარი სანახაობა გადაიშლება. 

ეზოს შუაგულში აღმართულ ჯვარგუმბათოვან ტაძარს ულამაზესი ჩუქურთმები ამშვენებს.  აღმოსავლეთი ფასადის ხუთი კამარა, ორი ნიში ბროწეულისა და ჯვრის ნატიფი ჩუქურთმებითაა შემკული. შიგნით, ეკლესიაში უძველესი ფრესკების ნაშთია.

ტაძარში საკურთხევლის გვერდით ისიდორე სამთავნელის საფლავია - ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, რომელმაც საქართველოში ქრისტიანობის გაძლიერებას შეუწყო ხელი, ეკლესიის ჩრდილოეთ შესასვლელთან კი - ქართული საეკლესიო გალობის გადამრჩენელი ძმებიდან ერთ-ერთის, ფილიმონ კარბელაშვილის საფლავი.

საკათედრო ტაძრის სამხრეთით რიყისა და თლილი ქვით ნაგები XVII საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დგას. აქვე ნახავ ძველი, VI საუკუნის ტაძრის საძირკვლის ნანგრევებსაც. ნანგრევებია შემორჩენილი საეპისკოპოსო სახლისგანაც. 

ეზოში იპოვი 1050 წელს აშენებული მარნის ნაკვალევს, ქვევრებს, შეძლებ XVIII საუკუნის სამრეკლოს კიბეზე ასვლას და ულამაზესი სამთავისის მიდამოების ზემოდან დათვალიერებას.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა