მუზეუმის 25 ათასზე მეტი ექსპონატი ამ ისტორიული მხარის მდიდარ კულტურას გაგაცნობს. ეს კულტურა კი, სულ ცოტა, პალეოლითის ხანიდან იწყება.
მუზეუმში დაცულია მასალები უძველესი დროიდან მოყოლებული მე-19 საუკუნემდე.
ექსპონატებს შორის არის:
9 მლნ წლით დათარიღებული ვაზის ძირი გოდერძის უღელტეხილიდან;
ძვ.წ. VIII-VI ათასწლეულით დათარიღებული კრემაციული ძვლები, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოში არსებობდა დაკრძალვის ეს სახეობა;
ერთ-ერთი დარბაზი ეთმობა ამ მხარეში მცხოვრები, რამდენიმე ეროვნების და სარწმუნოების ხალხის ვიტრინებს, რაც მკაფიოდ მეტყველებს ახალციხის ტოლერანტობაზე უძველესი დროიდან.
ექსპონატებს შორის, ასევე, საინტერესოა ქვის, რკინის და ბრინჯაოს პერიოდის მასალები, ქართული ლაპიდარული წარწერების ნიმუშები, ხალიჩების უნიკალური კოლექცია და ნუმიზმატიკის ფონდი, რომელიც ბოლო ათწლეულში უამრავი უნიკალური მონეტით შეივსო.