ათი დელფინის შოუ ბათუმის დელფინარიუმში ქართულად და ინგლისურად სრულდება და 30-მდე ნომერს მოიცავს: სამ ცეკვას, თამაშს რგოლებითა და ბურთებით, კუდზე ბალანსს და ყველასთვის განსაკუთრებით საყვარელ Foot Push-ს, როცა დელფინები ცხვირით წყალს ზემოთ აგწევენ.
ბათუმის დელფინარიუმი, როგორც სადემონსტრაციო აკვარიუმი, 1975 წელს გაიხსნა. ეს იყო პირველი ასეთი ობიექტი მთელ საბჭოთა კავშირში და მსოფლიოს უდიდესი დელფინარიუმების რიცხვს მიეკუთვნებოდა.
1990-იანი წლებში ბათუმის დელფინარიუმმა მუშაობა შეწყვიტა. მისი კარი მნახველებისთვის 20 წლის შემდეგ, 2011 წლის 6 მაისს გაიღო.
განახლებული დელფინარიუმი თანამედროვე დიზაინის შენობაა, მისი ამფითეატრი 4 სექტორისგან შედგება და 795 მაყურებელზეა გათვლილი.
ბათუმის ახალ დელფინარიუმს ზღვის ცხოველების ხელოვნურ პირობებში შენახვის უახლესი შესაძლებლობები აქვს. აქ თევზის 100-მდე სახეობას ნახავ, მათ შორის ისეთ ეგზოტიკურებს, როგორებიცაა: ამაზონის პირანია, ციხლიდები, იაპონური კობრი და სხვა.