საბაგირო 1962 წლიდან ფუნქციონირებს და ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს - ბორჯომის პარკს, გარშემორტყმული მთების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილთან - პლატოსთან აკავშირებს.
„ბორჯომის პარკი-პლატოს“ საბაგიროდან უმშვენიერესი ხედი იშლება მთელ ქალაქზე, პარკზე, ბორჯომის ხეობაზე, მთებს შორის დაკლაკნილ მდინარე ბორჯომულასა და შორეულ მდელოებზე - ეს მწვანე სამოთხე მართლაც ძალიან შთამბეჭდავია.
ბორჯომის საბაგიროს ერთდროულად 25 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. საბაგიროს ორ სადგურს შორის მანძილი 376 მეტრია.
ბორჯომის პლატოზე მუშაობს ატრაქციონი „ეშმაკის ბორბალი“, ირგვლივ კი წიწვოვანი ტყეა. აქ პატარა ეკლესიასაც ნახავ, რომელიც მთის მოსწორებული ბაქნის კლდეზეა მიშენებული. ის გვიანი შუა საუკუნეებით თარიღდება.