KA

გუდიაშვილის მოედანი

თბილისის ცენტრში მდებარე ისტორიული მოედანი, რომელიც ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის სახელს ატარებს, დაახლოებით 600 წლისაა. ადგილი, რომელსაც სხვადასხვა დროს „ბეჯანას ბაღი“, „აბას-აბასის მოედანი“, „კოლორთაღი“, „ალავერდოვი“ და „მოღნისი“ ერქვა, თითქმის ერთადერთი ადგილია თბილისში, სადაც ისტორიული გარემო არ დარღვეულა.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

„გუდიაშვილის მოედანი“ პირველად თბილისის 1785 წლის გეგმაში გვხვდება, რომელიც ერეკლე მეორის დროსაა შედგენილი. ამ დროს მოედნის გარშემო ძირითადად ე.წ. ბანიანი სახლები იდგა, თუმცა XIX საუკუნიდან იქ თბილისური, აივნიანი სახლების მშენებლობა დაიწყო. 

ამ სახლებს შორისაა 1820-იან წლებში აშენებული საცხოვრებელი სახლი, რომელსაც თბილისელები „ლიტერატურული საქართველოს“ რედაქციისა და „ცისფერი სახლის“ სახელით იცნობენ. სახლში, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ შენობად მიიჩნევა, ოდესღაც რუსეთის მეფისნაცვლისა და რუსული არმიის შტაბი და ოფიცერთა სასტუმრო იყო განთავსებული. 

„გუდიაშვილის მოედანს“ 2018 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა. სამუშაოების ფარგლებში, XVI საუკუნის სახლებსა და სარდაფებს პირვანდელი იერი დაუბრუნდა. მხატვრებმა და მშენებლებმა სახლების ისტორიული ფასეულობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი გააკეთეს. უძველეს მოედანზე დაიდგა ძელსკამები, რათა თბილისელებმა და ქალაქის სტუმრებმა ისტორიული ადგილის არქიტექტურის უკეთ დათვალიერება შეძლონ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა