KA
Tbilisi Zoological park

თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკი თითქმის საუკუნისაა და ყოველთვის იყო გლობალური საქმის მნიშვნელოვანი ნაწილი. აქ სწორედ იმაზე მუშაობენ, რომ როგორმე შეინარჩუნონ და გადაარჩინონ პლანეტის უიშვიათესი სახეობები.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას ნახავ თბილისის ზოოპარკში?

თბილისის ზოოპარკის თანამშრომლები სხვადასხვა კუთხის ბინადარ ცხოველებს უვლიან  - ჰიპოპოტამს, ინდურ სპილოს, უიშვიათეს თეთრ ლომებს, თეთრ მარტორქას, წინააზიურ ლეოპარდებს - მთლიანობაში, 300-ზე მეტი სახეობის 800-ზე მეტ ცხოველს. 

მრავალფეროვანია ზოოპარკის ფრინველთა კოლექცია: ხოხბები, არწივები, ფარშევანგები, თუთიყუშები... ეგზოტარიუმში ნახავ ფერად-ფერად თევზებს, შხამიან და მახრჩობელა გველებს, რეპტილიებს.

და, რა თქმა უნდა, აქ შეხვდები საქართველოს ენდემურ სახეობებს - ჯიხვს, ნიამორს, არჩვს, ირემს, შველს, კოლხურ ხოხობს, კავკასიურ როჭოს, კავკასიურ შურთხს.

დღეს კეთილშობილი ირმის, ნიამორისა და დასავლეთ კავკასიური ჯიხვის კონსერვაციაზე მუშაობენ, რათა გაამრავლონ და შემდეგ ველურ ბუნებაში დააბრუნონ.

თუ ცხოველთა და ფრინველთა სამყარო გიყვარს, თბილისის ზოოპარკს ესტუმრე, რომელიც ყველა სეზონზე ღიაა. ტერიტორიაზე ატრაქციონები, სუვენირების მაღაზიები და კაფეც მუშაობს. შეგიძლია, ქალაქის ცენტრში ველურ ბუნებაში მთელი დღე გაატარო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა