KA
Tbilisi Sea Club

თბილისის ზღვის კლუბი

თბილისის ზღვა საქართველოს დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ხელოვნური წყალსაცავია, რომელიც ბოლო წლებში მნიშვნელოვან რეკრეაციულ ობიექტად იქცა. ზაფხულის ცხელ დღეებში აქ შეგიძლია იცურაო, გაირუჯო და გაერთო.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

თბილისის ზღვაზე შენს განკარგულებაში თანამედროვე იახტკლუბის - „თბილისის ზღვის კლუბის“ ორი დიდი აუზი, ორი იახტა და ორი კატერია. კლუბის ტერიტორიაზე არც ბავშვები მოიწყენენ. მათთვის გათვალისწინებულია პატარა აუზი თავისი სასრიალოთი. 

სურვილის შემთხვევაში „თბილისის ზღვის კლუბში“ მთელი დღის გატარება შეგიძლია. აქ გახსნილია კაფე და რესტორანი, სადაც უგემრიელეს კერძებსა და გამაგრილებელ სასმელებს შემოგთავაზებენ. „თბილისის ზღვის კლუბში“ სეზონი მაისის ბოლოს იხსნება და სექტემბრის ბოლოს იხურება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა