KA
Mziuri park

საბავშვო პარკი „მზიური“

თბილისის ცენტრში, ხმაურიანი ჭავჭავაძის გამზირიდან რამდენიმე მეტრში თბილისური ოაზისი - საბავშვო პარკი „მზიური“ მდებარეობს. ესაა ადგილი, რომელიც მნახველს ზღაპრული გარემოთი, სიმყუდროვითა და ჯადოსნური მცენარეებით ხიბლავს. 
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას ნახავ „მზიურში“?

კარგად მოვლილი და სუფთა ტყე-პარკი, საფეხმავლო და ველობილიკები, ხელოვნური ტბა,  ფანჩატურები, სპორტული კომპლექსი, სკეიტპარკი, საბავშვო გასართობი მოედნები, დასასვენებელი ადგილები და იშვიათი ხე-მცენარეები უამრავ ადამიანს იზიდავს. 

პარკი 1982 წელს გაიხსნა. მისი შექმნის იდეა ცნობილ ქართველ მწერალს ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნის, რომელიც მდინარე ვერეს ხეობაში „ქართული დისნეილენდის“ აშენებაზე ოცნებობდა. საბავშვო პარკი სწორედ მისი ნაწარმოებების სიუჟეტების მიხედვით მოეწყო. 

პარკში ფუნქციონირებს სოციალური კაფე, სადაც სტუმრები უგემრიელეს ქართულ და საერთაშორისო კერძებს მიირთმევენ და სასიამოვნო გარემოში ისვენებენ. სოციალური კაფეს მოგება მთლიანად პარკის კეთილმოწყობასა და მოვლაზე იხარჯება. „მზიურის“ ცენტრში ამფითეატრი მდებარეობს. აქ პერიოდულად იმართება კონცერტები, წარმოდგენები და სხვა ღონისძიებები.  

მოსახლეობა „მზიურში“ ძირითადად ბავშვების გასასეირნებლად დადის, თუმცა სუფთა ჰაერი, მზეზე გარუჯვის შესაძლებლობა და ბუნებაში წიგნის კითხვისთვის მოწყობილი შესანიშნავი გარემო აქ ნებისმიერ ადამიანს მიიყვანს. პარკის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა