KA
Art Gallery Vake

სამხატვრო გალერეა „ვაკე“

ბოლო წლებში მოგზაურებში თბილისის საგამოფენო დარბაზები და სამხატვრო გალერეები საკმაოდ პოპულარულია, სადაც ადგილობრივ ხელოვანთა გამოფენები იმართება. ერთ-ერთი ასეთი ადგილია სამხატვრო გალერეა „ვაკე“, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმრო.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას ნახავ სამხატვრო გალერეა „ვაკეში“?

ეკატერინე რაისნერის არტგალერეა „ვაკე“ 2015 წლიდან დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში - ვაკეში, აბაშიძის ქ. #47-ში მდებარეობს.
ქალაქის ხმაურიანი ქუჩებიდან პატარა, მაგრამ ძალიან მყუდრო და სასიამოვნო სივრცეში აღმოჩნდები, სადაც თანამედროვე ადგილობრივ მხატვართა გამოფენებსა და ექსპოზიციებს იხილავ.

ამ გალერეაში მხოლოდ ორიგინალები და უნიკუმები გამოიფინება და ნამუშევრები არასდროს მეორდება. 

თუ მხატვრობისა და დეკორატიული ხელოვნების თაყვანისმცემელი ხარ, შესაძლოა, საკუთარი კოლექციისთვის გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები და არტეფაქტები შეიძინო. ადგილზევე მიიღებ ოფიციალურ ნებართვას და ყველა საჭირო საბუთს ნამუშევრის საზღვარგარეთ გასატანად. 

2015 წლიდან დღემდე Art Gallery Vake-ში 60-ზე მეტი პერსონალური, შერეული თუ თემატური გამოფენა გაიმართა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა