მხოლოდ ბათუმში და მხოლოდ „საოცრებათა პარკში“ შეხვდები:
„ანბანის კოშკს“ - უნიკალური ქართული ანბანის 33 ასო-ბგერით გარშემორტყმულ 130-მეტრიან რკინის ნაგებობას დნმ-ის ჯაჭვის მსგავსი არქიტექტურით;
სკულპტურას „ალი და ნინო“ - 8-მეტრიან რკინის ქალ-ვაჟს, რომლებიც ერთმანეთისკენ მიდიან, ერთდებიან, ერთმანეთს გადიან, შორდებიან და ისევ ერთმანეთისკენ იწყებენ სვლას.
„პანორამულ ბორბალს“ – 55-მეტრიან ატრაქციონს, რომელიც ბათუმს ჩიტის სიმაღლიდან დაგათვალიერებინებს;
„ოცნების სვეტს“, რომელთან მისვლამდე და სურვილის ჩაფიქრებამდე 150 მეტრის სიგრძის ლაბირინთი უნდა გაიარო;
ბათუმის შუქურას - 21 მეტრის სიმაღლის ნაგებობას, რომელიც 1882 წელს პარიზიდან მოწვეულმა კომპანიამ ააგო;
ძელსკამზე მოკალათებულ მიხეილ დ’ალფონსს, ბათუმის ბულვარის განაშენიანებაში მნიშვნელოვანი წვლილი რომ შეიტანა;
სკულპტურებს: „ქალი ველოსიპედით“, „შეყვარებული ქანდაკება“, „მე, შენ და ბათუმი“, „დელფინები“, „ვენერა ანგელოზებით“, „პეპელა“, „მშობელი ეტლით“, „სიყვარულის ახსნა“, „ყირამალა ბიჭუნა“, „ლოკოკინა“, “აღმაფრენა“, “ნერგები“ და სხვა.
ტურისტულ სეზონზე „საოცრებათა პარკში“ სხვადასხვა კონცერტი და ფესტივალი ეწყობა. აქ გამართულ „Maroon 5“-ის კონცერტს 30 ათასი ადამიანი დაესწრო მთელი მსოფლიოდან.