KA
Sarkineti Monastery

სარკინეთის მამათა მონასტერი

საქართველოში მრავალ გასაოცარ ხუროთმოძღვრების ძეგლს შეხვდები და ამასთანავე, შესაძლებლობა გექნება, ამ ქვეყნის უძველეს კულტურულ დანატოვარს გაეცნო. ერთ-ერთი ასეთია კლდეში მონასტრის კვეთის საუკუნოვანი ტრადიცია, რასაც ვარძიის, გარეჯისა და უფლისციხის მონასტრებიც ადასტურებს.
რეგიონი
შიდა ქართლი
ქალაქი
ქარელი

ძამის ხეობის ისტორია

XV საუკუნის შემდეგ საქართველოში კლდეში მონასტრის კვეთის ტრადიცია შეწყდა, სანამ 1990-იანი წლების ბოლოდან ძამის ხეობაში საეკლესიო ცხოვრების აღორძინება არ დაიწყო.

ძამის ხეობა თბილისიდან 110 კმ-ში იწყება და მისი სიღრმე 45 კმ-მდეა.  აქ ულამაზესი ბუნება, ისტორიული ციხესიმაგრეები, კოშკები და 60-მდე ეკლესია-მონასტერია. საუკუნის განმავლობაში ამ ადგილას წირვა-ლოცვა არ მიმდინარეობდა, თუმცა 1990-იანი წლების ბოლოდან ძამის ხეობაში ძველი ეკლესიების აღდგენა და ახლების მშენებლობა დაიწყო. 2008 წელს გადაწყდა, რომ ქარელის რაიონის სოფელ ელბაქიანთკარის კლდეში ტაძარი - შიო მღვიმელის სახელობის მონასტერი უნდა გამოკვეთილიყო. მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და 2011 წელს დასრულდა.

როგორ მოვხვდეთ სარკინეთის მამათა მონასტერში? 

ტაძარში მოსახვედრად 5-მეტრიანი დერეფანი უნდა გაიარო და შენ წინ ეკლესიას დაინახავ, რომელიც, საუკუნოვანი ტრადიციის მიხედვით, კირითა და კვერცხით გაილესა. შეუძლებელია, არ მოგხიბლოს ტაძრის მოხატულობამ, რომელიც პროფესიონალ ხატმწერს ვასილ ზანდუკელს ეკუთვნის. 

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ ტაძარს ლიტანიობისთვის გარშემო შემოსავლელი სჭირდება. ამ წესის დასაცავად მონასტერში დერეფნები გამოქვაბულშივე გაკეთდა, რაც მრევლს ტაძრის შემოვლის შესაძლებლობას აძლევს.

კლდეში ნაკვეთ სარკინეთის მამათა მონასტერში დღეს ათამდე ბერი ცხოვრობს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა