KA

სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ამ უძველესი მხარის მდიდარ ისტორიულ წარსულს წარმოგვიდგენს. ეს ტერიტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყო დასახლებული. სენაკთან ახლოს, მდინარე ტეხურის აუზში მდებარეობდა ლაზიკის ძველი დედაქალაქი - ნოქალაქევი, ძვ.წ. IV-III საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ასევე სენაკის ირგვლივ განლაგებულია კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ობიექტები და ძეგლები.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
სენაკი

სწორედ ამ ძეგლებზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტები ინახება სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. აქ დაცული მდიდარი მასალა გვიანი ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუა საუკუნეებამდე პერიოდს მოიცავს. მუზეუმის ექსპონატებს შორის არის ნეოლითის პერიოდის სამკაულები, საოჯახო თიხის ჭურჭელი, ანტიკური პერიოდის დოქები, შუა საუკუნეების სარიტუალო ქვები, ნუმიზმატიკის ნიმუშები, მიწის დასამუშავებელი უძველესი იარაღები, ქვის სანაყები და ბრინჯაოს ხანის ხელცულები;

მუზეუმში ასევე გამოფენილია თანამედროვე ადგილობრივ მხატვართა ფერწერული ტილოები. 

სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1959 წელს დაფუძნდა, 2004 წლის 27 ნოემბრიდან კი საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას სახელს ატარებს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა