KA
Waterfall of Love

სიყვარულის ჩანჩქერი

დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთი განთქმულია კულტურული ძეგლების სიმრავლითა და ბუნების მრავალფეროვნებით. განსაკუთრებული სილამაზით კი რაჭაა გამორჩეული, სადაც ბევრ ძალიან ლამაზ ჩანჩქერს შეხვდები, მათ შორის ე.წ. სიყვარულის ჩანჩქერსაც, რომელიც ამბროლაურის შესასვლელში მდებარეობს.  
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ამბროლაური

რას ნახავ სიყვარულის ჩანჩქერთან?

მთიდან გადმონატყორცნი წყალი ქვაბულის გავლით ძირს ჩამოედინება. ქვაბულში შესასვლელს გულის ფორმა აქვს და სუროთია ამწვანებული. მასზე ფარდასავით ჩამოშლილი წყლის წვეთები კი ულამაზეს სანახაობას ქმნის და იდეალური ადგილია ფოტოსესიისთვის. 

სიყვარულის ჩანჩქერის ისტორია

გულის ფორმის ქვაბული ხელოვნურია. გადმოცემის თანახმად, აქ ადრე კლდეში გამოკვეთილი ჩვეულებრივი თხრილის მასა იყო, საიდანაც წყალი ჟონავდა. ის ადგილობრივმა ლევან მურუსიძემ ნაჯახითა და ქვით ამტვრია, რათა ჩვეულებრივი ჩანჩქერის ქვემოთ, კლდოვან მასაში გულის ფორმა გამოეკვეთა. ეს სანახაობა ლევან მურუსიძემ ცოლს მიუძღვნა. 

დღეს სიყვარულის ჩანჩქერი ამ ადგილის სავიზიტო ბარათია. სპეციალურად გაყვანილ გზაზე ვიზიტორები მხოლოდ ამ ქვაბულის გულში შესასვლელად რამდენიმე მეტრს გადიან, უკან კი საოცარი ფოტოებითა და რომანტიკული განწყობით ბრუნდებიან.  

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა