KA

სკიტური მთამაღალზე

მთამაღალის მარშრუტზე წასვლა, ისევე, როგორც სკიტურის სხვა მარშრუტებზე, მხოლოდ გაუკვალავ თოვლში მოთხილამურეებისთვისაა რეკომენდებული. აუცილებელი რეკომენდაციაა მარშრუტზე სერტიფიცირებულ გამყოლთან ერთად გასვლა.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
დუშეთი

საწყისი წერტილი - 1400

უმაღლესი წერტილი - 2420

ვერტიკალი -  + - 102

ადგილმდებარეობა

სოფელი ვაშლობი, საიდანაც მარშრუტი იწყება, დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე მდებარეობს. სოფელი მდინარე ჯუღისის ხეობაში, ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლეზეა გაშლილი. 

საქართველოს სამხედრო გზიდან სოფლამდე - 6, გუდაურამდე - 54, თბილისამდე კი 64 კილომეტრია. ცენტრალური გზიდან გადასახვევი სოფელ ჭართალთანაა, რომლის შემდეგაც სოფელ დოლასქედს გავივლით და ხეობის გავლით სოფელ ვაშლობში მივალთ.  

მარშრუტი

მარშრუტი სოფელ ვაშლობში იწყება, ზღვის დონიდან 1400 მეტრ სიმაღლეზე. ასავლელი ვერტიკალი 1020 კმ-ია. მივუყვებით ქედს მთამაღალის უმაღლესი წერტილისკენ, რომელიც 2420 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. 

აქედან სოფლის მიმართულებით ისეთივე ტრაექტორიით ვეშვებით, როგორითაც ამოვედით. სრიალს ვაშლობში ვასრულებთ. ვსრიალებთ ჩრდილოეთ ექსპოზიციაზე.

რა უნდა გაითვალისწინო

ეს სკიტურის ყველაზე ახლო მარშრუტია თბილისიდან. ამ მარშრუტზე სრიალი შესაძლებელია იანვრიდან მარტის ბოლომდე.  

ადგილის დაჯავშნა გუდაურში მოქმედ სასტუმროებში შეგიძლია. 

მარშრუტამდე მისასვლელად საჭიროა მაღალი გამავლობის ავტომობილი. 

აუცილებელი აღჭურვილობაა: სკიტურის თხილამურები, საზვავო უსაფრთხოების ჩანთა, საზვავო გადამცემი, ნიჩაბი, ზონდი და სხვა საჭირო ნივთები.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა