KA
Berta Village Church

სოფელ ბერთის ეკლესია

თბილისიდან 120 კილომეტრის დაშორებით, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერთის ცენტრში მამათა მონასტერი მდებარეობს, რომელიც სამი მღვდელმთავრის სახელობისაა და სტავროპიგიალურ ტიტულს ატარებს - მონასტერი უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქს ექვემდებარება. 
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
წალკა

რით არის გამორჩეული სოფელ ბერთის ეკლესია?

ამბობენ, რომ თუ ამ მისტიკურ ადგილზე უხრწნელი წყლითა და საოცარი კალმახებით სავსე აუზში განიბანები, სხვადასხვა დაავადებებისგან განიკურნები - ბერთის მონასტერს სწორედ ამ რწმენით სტუმრობენ ადამიანები და ხშირად მას „კალმახის საყდარსაც“ უწოდებენ.

ამ ადგილზე ეკლესია ჯერ კიდევ VI-VII საუკუნეებში მდგარა. XIX საუკუნეში უკვე საკმაოდ დაზიანებული ეკლესია პონტოელ ბერძნებს აღუდგენიათ, ხოლო 2004 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ძველი ტაძრის საძირკველზე ამჟამინდელი მონასტერი დაარსდა და 2013 წელს სტავროპიგიალური მამათა მონასტრის ტიტული მიენიჭა.

ბერთის მონასტერი სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ ნაკურთხი წყლის მსგავსი, უხრწნელი წყაროს სათავეზეა აგებული. მიწიდან ამოსული წყარო ეკლესიის ქვეშ გროვდება, შემდეგ კი ღია ნაწილში ეკლესიის წინ, მცირე აუზში ჩაედინება. სწორედ ამ აუზში ნახავ კალმახებს, რომლებსაც განკურნების საოცარ უნარს მიაწერენ. 

ისტორიულ წყაროებში მკურნალი კალმახების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა