სოფელ იყალთოს ტერიტორიაზე 59 ეკლესია-მონასტერია შემორჩენილი, რაც მდიდარ ისტორიულ წარსულზე მეტყველებს.
იყალთო IV საუკუნეში „ქალაქად“ მოიხსენიება, VI საუკუნეში აქ მონასტერი ასურელმა წმინდა მამამ ზენონმა დააარსა. მონასტერთან XI-XII საუკუნეებიდან 1616 წლამდე აკადემია ფუნქციონირებდა, რომელიც მეფე დავით აღმაშენებლის დახმარებით გაუხსნია მეფის მასწავლებელს, ფილოსოფოსსა და სასულიერო მოღვაწეს არსენ იყალთოელს.
ფაქტობრივად, იყალთოს აკადემია საქართველოს პირველი უმაღლესი სასწავლებელი იყო, სადაც ისწავლებოდა ღვთისმეტყველება, ასტრონომია, ფილოსოფია, გეოგრაფია, გეომეტრია, მევენახეობა-მეღვინეობა, ფარმაკოლოგია და სხვა.
გადმოცემით, იყალთოს აკადემიაში სწავლობდა უკვდავი „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი შოთა რუსთაველი.
საქართველოში შაჰ-აბასის შემოჭრისას მონასტერი ხანძარმა გაანადგურა და აკადემიამ ფუნქციონირება შეწყვიტა.
დღეს იყალთოს მონასტერში ღვთაებისა და სამების ტაძრებში ღვთისმსახურება სრულდება.
ყოველწლიურად, ოქტომბრის ბოლო კვირას, სოფელში დღესასწაული „შოთაობა“ აღინიშნება.
სოფელ იყალთოში გახსნილია პრემიუმ კლასის სასტუმრო „შატო იყალთო“, სადაც ულამაზეს გარემოში კომფორტულად დაისვენებ, უგემრიელეს ქართულ და ევროპულ კერძებს დააგემოვნებ და არომატულ კახურ ღვინოსაც გასინჯავ.