KA

ჩარგალი

სოფელი ჩარგალი მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელი გაშენებულია ზღვის დონიდან 1200 მ-ზე, მდინარე ჩარგლულის ხეობაში, რომელიც ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადია.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
1:50 სთ
ბათუმი
6:15 სთ
ქუთაისი
3:55 სთ

ქართველებისთვის ჩარგალი, პირველ რიგში, კლასიკოსი პოეტისა და მწერლის ვაჟა-ფშაველას (ლუკა რაზიკაშვილი) სახელს უკავშირდება, რომელიც ამ სოფელში დაიბადა. ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს ნახავ, სადაც დაცულია მისი მემორიალური ნივთები, ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, პოეტის გამოცემები, პირადი ნივთები და სხვა.

1961 წლიდან მოყოლებული სოფელში ყოველწლიურად, 14 ივლისს, ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეს სახალხო დღესასწაული „ვაჟაობა“ აღინიშნება.

ჩარგალში ლაშქრობისა და დასვენებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ზაფხული და შემოდგომა. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 180C-ია.

ჩარგლის გადასახვევთან ცნობილი მინერალური წყალი „ვაჟას წყარო“ მდებარეობს. ჩარგლამდე დუშეთიდან მანძილი 52 კმ-ია, თბილისიდან კი - 80 კმ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა