KA

წყნეთი

წყნეთი ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტი და სააგარაკე ადგილია, რომელიც თბილისს 10-იოდე კილომეტრით არის დაშორებული.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
0:35 სთ
ბათუმი
5:55 სთ
ქუთაისი
3:35 სთ

დაბა წყნეთი თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ვერის ხეობაში, ზღვის დონიდან 800-1100 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

წყნეთის ირგვლივ 1935-1936 წლებში ხელოვნურად გაშენდა ტყე, სადაც ძირითადად ფიჭვი, კედარი და კვიპაროსია დარგული. 

საკურორტო სეზონი მაისიდან ნოემბრამდე გრძელდება. ზაფხულში, როცა თბილისში ტემპერატურა 35-370C-ს აღწევს, წყნეთში სიგრილეა - ივლისის საშუალო ტემპერატურა 200C-ია.

წყნეთის მიდამოებში მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კერამიკული ნაკეთობები და სამარხები. შემორჩენილია XVII-XIX საუკუნეების სამი მცირე ეკლესია: დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტერი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. ამ ტერიტორიის ინტენსიური ათვისება XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო, საკურორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კი - XX საუკუნის 40-იან წლებში.

მას შემდეგ წყნეთი თბილისის შემოგარენში ყველაზე პოპულარული საგარეუბნო კურორტია. კურორტის ტერიტორიაზე მდებარეობს მაღაზიები, კაფეები, დასასვენებელი სკვერები, კერძო საცხოვრებელი და სააგარაკო სახლები, მათ შორის - კეთილმოწყობილი საოჯახო სასტუმროები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა