აქ ყველაფერს ეროვნული ნიშანი აქვს, ულამაზეს კერამიკულ ნამუშევრებს, დახვეწილი ფორმების გარდა, ორიგინალური სახელწოდებებითაც გამოარჩევ. „თეთრ სტუდიაში“ ქართული ანბანით, ორნამენტებით, სიტყვებითა და სამკაულებით მორთულ ჭურჭელს, ზარდახშებს, სერვიზებსა და სანათებს შეხვდები.
აქვე შეგიძლია შეიძინო ულამაზესი მაგიდის სუფრები, ქართული ორნამენტებით გაფორმებული სააღდგომო და საახალწლო სუვენირები. აგრეთვე, ხელნაკეთი აბაზანის ნიჟარები, ხელნაკეთი პირსაბანები და აბაზანის სხვა აქსესუარები, რომლებიც ხელითაა მოხატული და მაღალი ხარისხის მასალისგანაა დამზადებული.
ექსკლუზიური ხელნაკეთი ნივთები ნებისმიერი ინტერიერისა და ექსტერიერისთვისაა განკუთვნილი. თეთრი თიხის გარდა, აქ მოხატული სანათების, კედლის პანოებისა თუ ჭურჭლის გასაკეთებლად წითელი თიხა და ფაიანსიც გამოიყენება.
„თეთრ სტუდიაში“ ყველა ნივთი ექსკლუზიურია.
„თეთრი სტუდია“ პეტრიაშვილის #18-ში მდებარეობს. აქ მოსახვედრად თბილისის ძველ უბანში მელიქიშვილის ქუჩიდან ფეხით ასეირნებასაც შეძლებ და გზად ბევრი საინტერესო შენობა შეგხვდება.