KA
Sulda Managed Reserve - Ecotourism in Javakheti

სულდის ეროვნული პარკი - ეკოტურიზმი ჯავახეთში

სულდის აღკვეთილი, რომელიც ჯავახეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაშია, საქართველოში ეკოტურიზმის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ახალქალაქი

სულდის ჭაობი ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ სულდის დასავლეთით, ზღვის დონიდან 1900 მ-ზე მდებარეობს. სულდის ჭაობის აღკვეთილის ტერიტორია ჯავახეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის და 309.3 ჰექტარი უკავია. უმეტესად ბუნებრივი ნაკადულებით მარაგდება.

ჯავახეთის ზეგანი საქართველოს დასახლებათა შორის ყველაზე ცივი ადგილია, ზამთრობით სულდის ჭაობი ხანგრძლივად იყინება. ამასთანავე, ჯავახეთი უტყეო მხარეა. 

სულდის ეროვნული პარკის ირგვლივ ხელოვნურად გაშენებული ფიჭვის კორომები და ბუნებრივი ტყის მცირე ფრაგმენტები შეგხვდება. 

სულდის ჭაობები ჰაბიტატია ისეთი სახეობებისთვის, როგორებიც არის: ხუჭუჭა ვარხვი, თეთრი ვარხვი, თეთრი ყარყატი, შავი ყარყატი, თეთრი ყანჩები და იხვები, აგრეთვე, მრავალი სახეობის მტაცებელი ფრინველები, თოლიები და ბეღურები.  

ფრინველებზე დაკვირვება შესაძლებელია ჭარბტენიანი ტერიტორიის მოსაზღვრე ფერდობებიდან, განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ფრინველთა მიგრაციის დროს, რადგან სულდის ჭაობზე ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი გადის.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა