KA

ლაშქრობა: ტყემლოვანა - ქოზიფას მონასტერი

სოფელი ტყემლოვანა შიდა ქართლში მდებარეობს და ის ულამაზეს ტყემლოვნისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1030 მეტრზეა გაშენებული. თუ სათავგადასავლო ტურიზმი გიზიდავს, მაშინ აქ არსებული მარკირებულ საფეხმავლო ბილიკის გავლას გირჩევ.
რეგიონი
შიდა ქართლი
ქალაქი
ქარელი

გაზაფხულიდან შემოდგომამდე ტყემლოვანაში ბევრ ტურისტს ნახავ, რომლებიც სოფლის გავლით ქოზიფას მამათა მონასტრისკენ მიემართებიან. მონასტერი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, შუაგულ ტყეში მდებარეობს და მასთან მისასვლელი 3 კილომეტრიანი, საფეხმავლო მარშრუტიც არის მონიშნული.

საფეხმავლო მარშრუტი სოფელ ტყემლოვანას ცენტრში იწყება, ძველ სამანქანო გრუნტის გზას მიუყვება და მონასტრისაკენ მიემართება.

მარშრუტის უმეტესი ნაწილი მდინარე ტყემლოვანისწყლის ნაპირებს გასდევს და დაახლოებით 1,8 კმ-ის გალი შემდეგ საპიკნიკე ადგილთან გაივლის, სადაც მაგიდები და სკამებია მოწყობილი. აქვეა მოედინება ტყემლოვანის მინერალური წყალიც.

ამ ადგილიდან მალევე, ბილიკი მარჯვნივ უხვევს, აღმართს აივლის და საბოლოოდ ქოზიფას სამონასტრო კომპლექსთან მიდის.

ქოზიფას მონასტრის არქიტექტურა

გაზაფხულიდან შემოდგომამდე ტყემლოვანაში ბევრ ტურისტს ნახავ, რომლებიც სოფლის გავლით ქოზიფას მონასტრისკენ მიემართებიან.

მონასტერი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, შუაგულ ტყეში მდებარეობს. აქამდე სოფლიდან კი 3 კილომეტრია. ქოზიფას მამათა მონასტრის კომპლექსში ხუთი ეკლესიაა: ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების, წმ. შიო მღვიმელის, მართალი ლაზარესი, ყოველთა ქართველთა წმინდანთა და წმ. გიორგის სახელობის ეკლესიები. ტაძრები VII-XVI საუკუნეებშია აგებული. 

ქოზიფას მონასტრის ისტორია

კომპლექსის მთავარი ნაგებობა XIII საუკუნის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიაა; მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძრის ქვეშ კი წმ. ბერების მამათა საძვალეა აღმოჩენილი.

ისტორიული წყაროების მიხედვით, აქ სამონასტრო ცხოვრება VI საუკუნიდან დაიწყო.

მამები მონასტერში XVII საუკუნემდე ცხოვრობდნენ. მტრების შემოსევის შემდეგ კი მათ ტერიტორიის დატოვება მოუხდათ.

ქოზიფას მამათა მონასტერი 1997 წელს აღადგინეს. ამ ადგილს ბერთუბანსაც უწოდებენ. დღეს აქ დაარსებულია ბერთუბნის მამათა მონასტერია, სადაც ძირითადად ახალგაზრდა სასულიერო პირები მოღვაწეობენ.

Powered by Wikiloc
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა