ეს ყოველწლიური ფესტივალი რაჭაში მეოთხე წელია, რაც იმართება და დიდ დაინტერესებას იწვევს როგორც ადგილობრივებში, ისე ქვეყნის სტუმრებში. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ მაღალი ხარისხის მუსიკის მოსმენა მართლაც ზღაპრულ გარემოში, შოვში შეძლო.
პირველად „როკვამ“ რაჭა 2019 წელს აახმაურა და მაშინდელმა ერთდღიანმა ფესტივალმა ისეთი გამოხმაურება პოვა, 2022 წელს ორგანიზატორებმა მუსიკის მოყვარულები უკვე სამდღიან ფესტივალზე მიიპატიჟეს.
წლების განმავლობაში „როკვას“ სტუმრები ყოფილან:
Nouvelle Vague - ფრანგული ახალი ტალღისა და პორტუგალიური ბოსა ნოვას ცოცხალი და ენერგიული შემოქმედებითი სინთეზი პოსტ-პანკის, პანკ-როკის და 60-იანების ევროპული საკულტო კინემატოგრაფის ელემენტებით;
Michelle Gurevich - ასევე ცნობილი, როგორც Chinawoman, აღმოსავლეთ ევროპაში უდიდესი მხარდაჭერის მქონე არტისტი.
Function – სცენის ვეტერანი ლეგენდარული, გამორჩეული, უნიკალური ჟღერადობით, რომელიც ნამდვილ ტექნოგამოცდილებას ქმნის მძიმე, კონტრასტული მუსიკით;
Stef Mendesidis – ახალი სახე, განსაკუთრებულად შთამბეჭდავი არტისტი მიქსინგის საოცარი ტექნიკით და სხვა.