KA
Pshav-Khevsureti National Park

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი

ფშავ-ხევსურეთი ულამაზესი მხარეა საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომელიც თბილისიდან 150 კმ-ის დაშორებით, კავკასიონის ქედის ჩრდილო და სამხრეთ კალთებზე მდებარეობს. თავისი ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და იქ არსებული კულტურული ფენომენების დამსახურებით მთელი მხარე ქვეყნის დაცულ ტერიტორიად არის გამოცხადებული.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
დუშეთი

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის შესახებ

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი დუშეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მდინარეების - ასას, არღუნის, ანდაქისწყლისა და ფშავის არაგვის ხეობებს მოიცავს. 

ძველად ეს მხარე ქვეყნის კარიბჭე იყო, დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია. 

აქაურობა შეგიძლია მოიარო როგორც მაღალი გამავლობის ავტომობილით, ისე საფეხმავლო და საცხენოსნო ტურებით.

ეს ულამაზესი ლანდშაფტები მდიდარია საქართველოს წითელი წიგნში შეტანილი მცენარეებით; აგრეთვე, გამოირჩევა ფრინველთა და ცხოველთა სახეობების მრავალფეროვნებით. 

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკში მრავალი პოპულარული სალაშქრო მარშრუტია, როგორც ერთდღიანი ასევე მრავალდღიანი მოგზაურობისთვის. ეს მარშრუტები საშუალებას მოგცემთ, რომ დატკბეთ კავკასიონის მთების ველური ბუნებით და ამასთანავე გაეცნოთ ადგილობრივ კულტურას.

აქ უნიკალურ სოფლებს იხილავ - შატილს, მუცოს, არდოტსა და ხახაბოს; როშკის ლოდებს, რომლებიც მსოფლიოში უდიდესი „მოხეტიალე“ ლოდების რიცხვშია; უმშვენიერეს, გულის ფორმის ტანიეს ტბას და სხვა.

აქ აუცილებლად უნდა დააგემოვნო, მინიმუმ, ის ორი კერძი, რომლებიც ფშავ-ხევსურეთის სამზარეულოს დელიკატესია - ხინკალი (ხორცის, ხაჭოსი და კარტოფილისაც კი) და დამბალხაჭო, რომლის დამზადების უნიკალურ ტექნოლოგიას იუნესკო იცავს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა