KA
David Baazov’s Museum of History of Georgian Jews and Georgian-Jewish Relations

დავით ბააზოვის სახელობის ქართველ ებრაელთა ურთიერთობის ისტორიის მუზეუმი

„მე იმ ქვეყნიდან ვარ, სადაც ებრაელობა 2600 წელია ცხოვრობს და ამ ხნის მანძილზე არცერთხელ არ განუცდია რბევა და აწიოკება…“ - ამ სიტყვებით გამოხატა ქართველთა და ებრაელთა მეგობრობა ებრაელთა ცნობილმა რაბინმა დავით ბააზოვმა (1883-1946). სწორედ მისი სახელობისაა თბილისის უძველეს უბანში, კალაში მდებარე საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი, რომელიც 1932 წელს დაარსდა. მუზეუმი განთავსებულია ძველი სინაგოგის ნანგრევზე აგებულ გუმბათოვან შენობაში, რომელიც დღეს მატერიალური კულტურის ძეგლია.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

რას გთავაზობს მუზეუმი?

მუზეუმის მდიდარი კოლექციის - 140 000-ზე მეტი ექსპონატის შესაგროვებლად 1933-1936 წლებში ეთნოგრაფიული ექსპედიციები მოეწყო ებრაელებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. შეგროვდა ეროვნული კოსტიუმები, რელიგიური თუ რიტუალური დანიშნულების ნივთები, აქსესუარები და ფოტოები;

მუზეუმში დაცულია ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც საგანგებოდ ამ მუზეუმისთვის შეიქმნა. მცხეთის ფერწერული ტილოს წინ აკვანი დგას - ეს ნივთი მუზეუმს ქართველი ებრაელის ოჯახმა აჩუქა, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ქართველი ებრაელობის აკვანი მცხეთაში ძვ.წ. VI საუკუნეში დაირწა. 

ამ ექსპონატების გარდა, მუზეუმში ასევე ნახავთ ისეთ საინტერესო ნივთებს, როგორებიც არის რაბინის ბეჭედი და წინადაცვეთის დანა.

ასევე აღსანიშნავია, რომ მუზეუმში გამოფენილია მსოფლიოში ცნობილი ავანგარდისტი ებრაელი მხატვრის სოლომონ გერშოვის ფერწერული ნამუშევრები.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა