KA

ქეივინგი პრომეთეს მღვიმეში

პრომეთეს მღვიმეს აქვს სანახაობრივი, ტურებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ამდენად, იქ მოხვედრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
წყალტუბო

სად მდებარეობს პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმეს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს.  

ის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, მდინარე ყუმის აუზში მდებარეობს. აქ 22 სხვადასხვა ზომის დარბაზია. ვიზიტორებისთვის მათგან 6-ში მოხვედრაა შესაძლებელი. ესენია: „არგონავტების დარბაზი“, „კოლხეთის დარბაზი“, „მედეას დარბაზი“, „სიყვარულის დარბაზი“, „პრომეთეს დარბაზი“ და „საქართველოს“, ანუ „იბერიის დარბაზი“.  ტურისტული ბილიკის სიგრძე აქ 1400 მეტრია.

პრომეთეს მღვიმის ასაკი დაახლოებით 60-70 მილიონი წელია და ის განსაკუთრებული სილამაზისაა. სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების ულამაზესი ნაღვენთი ფორმები ბუნების ერთგვარი შედევრია. მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მისი ზედაპირული დათვალიერებაც. პრომეთეს მღვიმეში შესაძლებელია, სანაოსნო ტურით მდინარის გამდინარე ნაკადზე გაისეირნო. 

ჰაერის საშუალო ტემპერატურა მღვიმეში 14 გრადუსია.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა