KA

ქეივინგი სათაფლიას მღვიმეში

სათაფლიის მღვიმეს აქვს სანახაობრივი, ტურებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ამდენად, იქ მოხვედრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
წყალტუბო

სად მდებარეობს სათაფლიის მღვიმე

სათაფლიის მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბანოჯაში, სათაფლიის მთაზე მდებარეობს. 

მღვიმემდე მისვლა ნებისმიერი ტიპის ავტომანქანით არის შესაძლებელი. 

რას ნახავ სათაფლიის მღვიმეში

სათაფლიას მღვიმეს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს.  

მღვიმე 1935 წელს დაარსდა. ის იმერეთის დაცული ტერიტორიის ნაწილია და მისი ინფრასტრუქტურა მოიცავს: კეთილმოწყობილ მღვიმეს, ვიზიტორთა ცენტრს, საგამოფენო დარბაზს, შუშის პანორამულ გადასახედს, კაფეებს, სუვენირების მაღაზიებს და მონიშნულ ბილიკებს.  

მღვიმის სიგრძე 300 მეტრამდეა და მისი დათვალიერება, მაქსიმუმ, 1 საათშია შესაძლებელი.

ჰაერის საშუალო ტემპერატურა მღვიმეში 14 გრადუსია.  

ნაკრძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და ბოტანიკურ ძეგლებს. აქ, აგრეთვე, მოინახულებ დინოზავრის ცნობილ ნაკვალევს. შუშის გადასახედიდან კი ქუთაისის ლამაზ ხედებს იხილავ.

რა უნდა გაითვალისწინო

აუცილებელია, გეცვას კომფორტულად და თან იქონიო სასმელი წყალი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა