KA
Kolagiri Fortress

ქოლაგირის ციხე

საქართველოს ტერიტორიაზე უამრავ ციხესიმაგრეს ნახავ. ზოგისგან მხოლოდ ნანგრევები შემორჩა, ზოგმა კი ჩვენს დრომდე შესანიშნავად მოაღწია. მათ შორისაა ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში (ყოფილი სოფელი ქოლაგირი) მდებარე ციხე - საქართველოს ერთ-ერთი უკანასკნელი და უდიდესი საფორტიფიკაციო ნაგებობა.
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
ბოლნისი

ქოლაგირის ციხის სტრუქტურა

ქოლაგირის ციხე 1788-1798 წლებში მეფე ერეკლე II-ის ცოლმა, დარეჯან დედოფალმა ააშენა. ნაგებობა კვადრატული ფორმისაა და  2000 კვ.მ ფართობი უკავია. 

ციხე  გაშლილ და მარტივად მისადგომ ადგილასაა აგებული. როგორ ჩანს, კომპლექსს მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო დანიშნულება თავიდანვე არ ჰქონია.

გალავნის სიმაღლე 7 მეტრია. ოთხივე კუთხეში დიდი, ცილინდრული ფორმის ოთხსართულიანი კოშკები დგას, რომლებსაც ციხის დამცველები საცხოვრებლადაც იყენებდნენ და საბრძოლველადაც. 

მთელ ციხეს მეორე სართულის დონეზე გარშემო 1,5 მეტრის სიგანის საბრძოლო ბილიკი მიუყვება. ციხე-გალავნის ცენტრალური კარიბჭის ფასადს ლომების გამოსახულების ქვები და აგურით გამოყვანილი რომბული ტიპის მორთულობა ამშვენებს. 

კარიბჭეს რომ შეაღებ, შუა საუკუნეების გარემოში აღმოჩნდები. აქ დარეჯან დედოფალს მცირე ზომის დარბაზული ტიპის ეკლესიაც აუგია, სადაც დღეს მოქმედი დედათა მონასტერია. 

ქოლაგირის ციხე მუნიციპალური ცენტრიდან - ქალაქ ბოლნისიდან 16 კმ-ით არის დაშორებული.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა