KA
Tbilisi Photo Festival

„ქოლგა თბილისი ფოტო“ - საერთაშორისო ფოტოკონკურსი

ყოველ წელს, გაზაფხულზე, თბილისი საერთაშორისო ფოტოგრაფიის შეხვედრის ადგილი ხდება და ფოტოგრაფიაზე შეყვარებულ ადამიანებს მასშტაბურ საერთაშორისო ფოტოკონკურსზე „ქოლგა თბილისი ფოტოზე“ ეპატიჟება, რომელიც გამოფენების ციკლითა და საგანმანათლებლო შეხვედრებით გრძელდება.
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

„ქოლგა თბილისი ფოტო“ კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოებით იხსნება, რომლებსაც, ტრადიციულად, საერთაშორისო ჟიური შემდეგ ნომინაციებში ასახელებს:  დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, საუკეთესო კადრი/Best shot/, მობილური ფოტო. 

კონკურსში გამარჯვებული თანამედროვე უცხოელი და ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებთან ერთად, ფოტოკვირეულზე წარმოდგენილია მსოფლიო მნიშვნელობის კლასიკური ფოტოგრაფია.

გარდა ამისა, კვირეულის დღეებში „ქოლგა თბილისი ფოტო“ მასპინძლობს საერთაშორისო ფოტოექსპერტების დისკუსიებს, საერთაშორისო ფოტოგრაფების, რედაქტორების, კურატორებისა და არტკრიტიკოსების პორტფოლიო-განხილვებს, რაც მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის საუკეთესო გამოცდილების მიღების საშუალებაა. 

„ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეული კულტურათაშორისი დიალოგის საუკეთესო საშუალებაა, სადაც ქართველი, შვედი, დანიელი, ჩილელი, ინგლისელი, იტალიელი და კიდევ ბევრი სხვა ქვეყნის ფოტოგრაფების „ხმები“ სხვადასხვა კუთხით გვაცნობს სამყაროს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა