KA
57 Queen Tamar St., Kutaisi

ქუთაისი, თამარ მეფის ქ. N57

ევროპული არტ-ნუვო (Art Nouveau) საქართველოში „მოდერნის“ სახელით დამკვიდრდა და XX საუკუნის დასაწყისიდანვე ფართოდ გავრცელდა დიდსა და პატარა ქალაქებში, საკურორტო დასახლებებში, დაბებსა და ინდუსტრიულ ცენტრებში. მოდერნის შენობებში საცხოვრებელი სახლები ჭარბობს, რადგან ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი ცდილობდა, ამ ევროპული მოდისთვის აეწყო ფეხი. 
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ქუთაისი

შენობის ისტორია

1900-იან წლებში ქალაქ ქუთაისში მარიამ დავითაშვილ-ჩუბინიშვილმა აიშენა მოდერნის სტილის  სახლი, რომელსაც ჩინური პაგოდის მსგავსი სახურავის გამო ხალხი დღესაც „ჩინურ სახლს“ ეძახის. 

შენობის არქიტექტურა

შენობა მოდერნის სტილისთვის დამახასიათებელი ასიმეტრიული კომპოზიციით, ეგზოტიკური დეკორითა და სტილური ერთიანობით გამოირჩევა. 

გზების შესაყართან მდგარი ეს უცხო იერის სახლი მთელი სისავსით აღიქმება ორივე მხრიდან. მთავარი შესასვლელი გვერდიდან აქვს, ცენტრალური ქუჩისკენ კი განივი ფასადით გამოდის, რომელსაც თაღიანი სარკმლები და ქვის სვეტებიანი ორი ფართო ტერასა ამშვენებს.

შენობა დღეს

შენობა დღესაც საცხოვრებელი სახლია. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა