ღვირიშის ჩანჩქერი მთის მწვერვალიდან იღებს სათავეს და კლდოვან ქვაბულში ეშვება. გადმონატყორცნი წყალი პატარა დაგუბებას წარმოქმნის, რომელიც ნელ-ნელა იშლება და მდინარე ლაჯანურას უერთდება. მაღალი, სალი კლდეებითა და მთებით შემოსაზღვრული სივრცე იმდენად ლამაზ ხედს ქმნის, რომ ჩანჩქერზე სპეციალური პანორამული გადმოსახედიც კი არის მოწყობილი. აქედან ხელისგულივითაა გადაშლილი ხეობა, რომელიც საოცარ სიმშვიდეს მოგანიჭებს და დაუვიწყარ ემოციებს აღგიძრავს.