KA

ყვარლის ტბა

კახეთში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ნახო ილიას ტბა. ის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთის ძირში, მდინარე დურუჯის მარჯვენა მხარეს, ქალაქ ყვარლის ულამაზესი ფოთლოვანი ტყის გასწვრივ მდებარეობს.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
ყვარელი

სად მდებარეობს ყვარლის ტბა

ზღვის დონიდან 430 მეტრ სიმაღლეზე გადაშლილი ტბის სიღრმე 20 მეტრს აღწევს, სიგრძე - 900 მეტრს, ხოლო სიგანე 400 მეტრი. ტბა ხელოვნურია და მის წყალს ძირითადად სარწყავად იყენებენ. ტბის ერთი მხარეს ფოთლოვანი ტყითაა დაფარული გორები აკრავს, მეორე მხარეს კი დღეს ტერიტორია კულტურულად არის მოწყობილი - სასტუმროთი,  სპორტული მოედნებით, რესტორნებით, ველობილიკებით.

ტბის თავზე ღამით განათებული წარწერას დაინახავთ: ,,მე მიყვარს კახეთი”.

ტბა ქინძმარაულის მევენახეობის მიკროზონაშია მოქცეული და მის სიახლოვეს ქართული ვაზის ჯიშის, საფერავის ვენახებია გადაჭიმული. 

ამ ტბას 2011 წელს უდიდესი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ყვარელში დაბადებული ილია ჭავჭავაძის პატივსაცემად ილიას ტბა ეწოდა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა