სოფელ ნაკრასთან ახლოს, ჩუბე ხევის ტერიტორიის მიმდებარედ, მწვერვალ ცალგმილს აღმოსავლეთით რომ გაუყვები, ყინულოვან მთებს შორის მოქცეულ ულამაზეს ტბას აღმოაჩენ. ის სიგრძით 150, ხოლო სიგანით 50 მეტრზეა გადაშლილი, დარაჯებად კი დიდი კავკასიონის მწვერვალები უდგანან.
ყინულის ტბის საერთო ფართობი დაახლოებით 5300 კვ.მ-ია. ტბის უმეტესი ნაწილი ძირითადად გაყინულია. უმჯობესია, ამ საოცარი ადგილის მოსანახულებლად ზაფხულის სეზონი შეარჩიო და აუცილებლად გაიყოლო გამოცდილი გიდი, რათა მოგზაურობა მეტად უსაფრთხო და სასიამოვნო იყოს.