KA
Shalva Radiani Ethnographic Museum

შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი

ასეთი სახლები იდგა ძველად დასავლეთ საქართველოში და სწორედ ასეთ კარ-მიდამოში ცხოვრობდნენ ქართველებს შორის ყველაზე სხარტი და ლაღი ადამიანები - გურულები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში საკუთარი თვალით ნახავ, როგორი იყო ძველი გურული ყოფა.
რეგიონი
გურია
ქალაქი
ოზურგეთი

რას გთავაზობს შალვა რადიანის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი?

მუზეუმის ეზოში მდგარი კოხტა ოდასახლი მოჩუქურთმებული მოაჯირით შორიდან ნახატს ჰგავს, მის ირგვლივ კი გურიისთვის დამახასიათებელი გარემო გასაოცარი სიზუსტითაა გაცოცხლებული - სამზადი სახლი, ბეღელი, ნალია, ოდასახლი, მარანი და ჭა. 

მუზეუმი ქართველი მწერლის, ქართული ლიტერატურის მკვლევრის შალვა რადიანის (1904-1977) სახელს ატარებს და 1985 წელს დაარსდა, 2009 წელს კი აქაური მიდამო ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის მოეწყო.

დვაბზუს მუზეუმში გამოფენილია როგორც შალვა რადიანის პირადი ნივთები და ფოტოები, ისე უამრავი ეთნოგრაფიული მასალა: ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები. აქ ნახავ ისეთ ნივთებს, რომლებსაც მხოლოდ გურულები თუ იცნობენ: ოჯინჯალა, ჩეჩო, კარდალა, ხის საჩეჩელი, ორკოპე და სხვა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა