KA
Tsageri Green Theater

ცაგერის მწვანე თეატრი

ცაგერში, მდინარე ცხენისწყლის პირას, მწვანეში ჩაფლული მთებით გარშემორტყმული ადგილას, ღია ცის ქვეშ, მოწყობილი "მწვანე თეატრი", მწვანედ გადახურული სცენითა და მწვანე სკამებით. აქვეა მრავალსაფეხურიანი კიბეც, რომლის საშუალებითაც მურის ციხეებზე ახვალ.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ცაგერი

ცაგერის მწვანე თეატრის ისტორია

თეატრი 1982-1984 წლებში მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით აშენდა. ჩემს თვალწინ გაშენდა ეს თეატრი. აქ იდგმებოდა ულამაზესი სპექტაკლები, სცენაზე, ფარდის მაგივრად, წყლის შადრევანი ეშვებოდა. ეს იყო ულამაზესი სანახაობა“, - ამას არა ერთი და ორი ლეჩხუმელისგან გაიგებ და ეს სრული სიმართლეა. 

დაარსების დღიდან თეატრი ყოველწლიურად მასპინძლობდა სხვადასხვა ღონისძიებას, ფესტივალებსა და გალა-კონცერტებს. თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში მისი ფუნქციონირება შეჩერდა. 

2015-2017 წლებში თეატრს რესტავრაცია ჩაუტარდა და კვლავ აქტიურ კულტურულ ობიექტად იქცა. სივრცეს დაემატა ღია ტერასები, სავალი ბილიკები, დეკორატიული დამცავი კედლები და გარე განათებები. განახლებული ღია დარბაზი ახლა უკვე 800 მაყურებელს იტევს. 

ზაფხულობით „მწვანე თეატრის“ პარტერი მაყურებლებით ივსება და მათთვის - ცაგერის სტუმრებისა და მცხოვრებთათვის - სცენაზე მრავალფეროვანი წარმოდგენები იმართება. 

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა