საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
KA

ცხუმარის თემი – კარსტული მღვიმე

თუ მაღალმთიან რეგიონში მოგზაურობაზე ოცნებობ, სადაც  ეკო- და სპელეოტურიზმის, ისტორიული, სპორტული და ექსტრემალური ტურიზმის მარშრუტები ერთადაა თავმოყრილი, საქართველოს მაღალმთიან მხარეს, მესტიის მუნიციპალიტეტს უნდა ეწვიო. 
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

სად მდებარეობს ცხუმარის კარსტული მღვიმე?

სწორედ აქ, ზღვის დონიდან 2700 მეტრზე, ცხუმარის თემში მდებარეობს კარსტული მღვიმე, რომელიც მნახველს საოცარი ფორმის ყინულოვანი სვეტებით ხიბლავს.

მღვიმესთან მისასვლელი მარშრუტი ცხუმარის თემის სოფელ სვიფიდან იწყება და სამხრეთისაკენ, წიწვოვან ტყეში მიმავალ გზას მიუყვება. დოლრას ხეობაზე, წიწვოვან ტყეში მიმავალი ბილიკი საკმაოდ გრძელია, თუმცა გზად მშვენიერი ხედები და სუფთა ჰაერი დაგხვდება.

სად შეძლებ დაბანაკებას?

საქონლის საზაფხულო სადგომებისა და სუბალპური ზონის გავლის შემდეგ პატარა მდინარისა და მცირე აღმართის დაძლევა მოგიწევს და შეგხვდება მდელო, სადაც შეგიძლია კარავი გაშალო. აქედან კი შედარებით ახლოსაა ადგილი, სადაც მღვიმის მანიშნებელს დაინახავ.

საუკეთესო პერიოდი ცხუმარის კარსტული მღვიმის მოსანახულებლად 1 ივნისიდან 15 ოქტომბრამდე გრძელდება.

გაითვალისწინე, რომ მღვიმეში მოგზაურობისთვის აუცილებელია თან გახლდეთ სერტიფიცირებული გიდი და გქონდეთ სპეციალური აღჭურვილობა.

მღვიმეში არ არის ტურისტული ინფრასტრუქტურა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა