KA
Dzalisi Archaeological Site

ძალისის ნაქალაქარი

ძალისის ნაქალაქარი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც ძვ. წ. II-ახ. წ. VIII საუკუნეებით არის დათარიღებული. აღნიშნულ პერიოდში ამ ადგილას მაღალგანვითარებული ქალაქი არსებობდა.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
მცხეთა

ძალისის ნაქალაქარის ისტორია

არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული მასალების საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ქალაქმა ძვ.წ. II საუკუნიდან ახ.წ. VIII საუკუნის 30-იან წლებამდე იარსება. განვითარების უმაღლეს დონეს კი ახ.წ. I-III საუკუნეებში მიაღწია. VIII საუკუნის 30-იან წლებში არაბების ლაშქრობის დროს ქალაქი განადგურდა.

ნაქალაქარი თავისი მონუმენტური სასახლეებისა და ტაძრის ნაშთით, აბანოთი, იატაკის იშვიათი მოზაიკური მორთულობით, წყალსადენის ქსელით, ცენტრალური გათბობის სისტემით, კანალიზაციით, აგურით მოკირწყლული ქუჩებითა და აუზით დღემდე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს.

რა არის აღმოჩენილი ძალისის ნაქალაქარზე?

ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ერთ-ერთ სასახლეს, რომელიც მრავალდარბაზიანი რთული არქიტექტურული კომპლექსია, დაახლოებით 2500 კვ.მ უჭირავს და უდიდესია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ანტიკური ხანის სასახლეებს შორის. ასევე საქართველოში ანალოგი არ გააჩნია ამ ნაქალაქარში მდებარე საცურაო აუზს, რომლის საერთო ფართობიც 500 კვ.მ-ს აღემატება.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა