KA

ძევრის მღვიმე

თავგადასავლების მოყვარულთათვის იმერეთი ნამდვილი აღმოჩენაა, რადგან აქ უამრავ მღვიმეს შეხვდები, რომლებიც დედამიწის წიაღში ჩამალულ საიდუმლოებებს ჰყვებიან. ერთ-ერთი ასეთი მღვიმე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში მდებარეობს.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
თერჯოლა

რას ნახავ ძევრის მღვიმეში?

კარსტული მღვიმე აქ რამდენიმე წლის წინათ აღმოაჩინეს, რომელიც „ძევრულაჰესის“ ტერიტორიაზეა და ჯერჯერობით მისი მხოლოდ 50 მეტრია გამოკვლეული. იქვე ახლოს პირველყოფილი ადამიანის ნამოსახლარ გამოქვაბულებსაც იხილავ, სადაც უნიკალური და უძველესი არტეფაქტებია აღმოჩენილი.   

ძევრის გამოქვაბულებთან მისასვლელი ვიწრო ბილიკი კლდეზე გადის, სადაც ბრინჯაოს უძველესი ქალღმერთის ქანდაკების მონახულებასაც შეძლებ. აქვეა აღმოჩენილი პრეისტორიული ცხოველების ნაშთიც. 

გამოქვაბულებში მოგზაურობა პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების წესსა და პირობებს გაგაცნობს.

გაითვალისწინე, რომ მღვიმეში მოგზაურობისთვის აუცილებელია თან გახლდეთ სერტიფიცირებული გიდი და გქონდეთ სპეციალური აღჭურვილობა.

მღვიმეში არ არის ტურისტული ინფრასტრუქტურა.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა