KA
ძუძუანას მღვიმე

ძუძუანას მღვიმე

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე ძუძუანას კარსტულმა მღვიმემ მსოფლიო მნიშვნელობა მას შემდეგ შეიძინა, რაც აქ მეცნიერებმა მსოფლიოში უძველესი სელის ძაფი აღმოაჩინეს. ყველაზე ძველ ძაფად მანამდე ჩეხეთში, დოლნი-ვესტონიცეში აღმოჩენილი ძაფი მიიჩნეოდა, რომელიც ჭინჭრისგან იყო დამზადებული.   
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ჭიათურა

ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ძუძუანას მღვიმეში ნაპოვნი ძაფი 34 ათასი წლის წინანდელი იყო. როგორც ირკვევა, უძველესი ადამიანები სელს ჯერ კარგად ამუშავებდნენ და შემდეგ რთავდნენ. რამდენიმე ნარჩენზე აღმოჩენილი კვალის მიხედვით, ძაფს არა მხოლოდ რთავდნენ, არამედ ბუნებრივი საღებავებითაც ღებავდნენ.

ძუძუანას მღვიმე სოფელ მღვიმევთან, მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადის - ნეკრისის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. 160 მეტრის სიღრმისა და 175 მეტრი სიგრძის მღვიმე ორსართულიანია და მასში პატარა ნაკადული მიედინება. მისი შესწავლისას მეცნიერებმა ზედა პალეოლითური ხანის ნიმუშები, ადამიანების სადგომები და ფაუნის ნაშთი აღმოაჩინეს, მათ შორის მურა და მღვიმური დათვების, გარეული ცხენის, ბიზონისა და ჯიხვის ნაშთი. 

ძუძუანას მღვიმეში შეგხვდებათ ულამაზესი ნაღვენთი ფორმები, რომლებიც იქაურობას კიდევ უფრო მეტ იდუმალებას სძენს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა