KA
Tbilisi Chess Palace

„ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი“, თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. N37ა

საქართველოში ჭადრაკი ყოველთვის პოპულარული იყო,  განსაკუთრებით კი ქართველ მოჭადრაკე ქალთა მსოფლიო წარმატებების შემდეგ. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, რომელმაც ეს ტიტული პირველად 1962 წელს მოიპოვა, მისაბაძი მაგალითი გახდა მომდევნო თაობებისთვის.  ხელისუფლების გადაწყვეტილებით სწორედ ნონა გაფრინდაშვილს მიეძღვნა ვერის პარკში 1973 წელს აშენებული „ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი“.  
რეგიონი
თბილისი
ქალაქი
თბილისი

შენობის ისტორია 

შენობის პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და გერმანე ღუდუშაური. შენობის გაფორმებაზე იზრუნეს ალექსანდრე სლოვინსკიმ, ოლეგ ქოჩაკიძემ და იური ჩიკვაიძემ. 

საზოგადოებრივი პარკის რთულ რელიეფზე ოსტატურად განთავსებული სამსართულიანი ნაგებობა თავისი პროპორციებით მთლიანად მორგებულია ირგვლივ არსებული ხეების მასშტაბთან და  პარკის ინფრასტრუქტურასთან. 

ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი სრულყოფილი და ფუნქციურად გამართული დაგეგმარება და მხატვრულად მაღალ დონეზე დამუშავებული ინტერიერის დიზაინი.

ყოველივე ამის გათვალისწინებით ეს შენობა გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის გამორჩეული ნაგებობა და მნიშვნელოვანი ხუროთმოძღვრული ძეგლია.

შენობა დღეს

„ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი“ დღესაც წარმატებით ასრულებს საკუთარ ფუნქციას. შენობის პირველ სართულზე ალპური კლუბია განთავსებული, ხოლო მეორეზე - ჯერ კიდევ 1877 წელს დაარსებული საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია. შენობაში, ჭადრაკის თამაშის  სწავლების გარდა, პერმანენტულად ეწყობა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურნირები. 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა