დღევანდელი ტაძარი აგებულია იმ ადგილას, სადაც განვითარებული შუა საუკუნეების ეკლესია იდგა. ძველი ეკლესია მაშინ დანგრეულა, როდესაც ხალდეს 1875-1876 წლების აჯანყების დროს სოფელი მიწასთან გაასწორეს.
თანამედროვე ეკლესიის ხის მოჩუქურთმებული კარი და კანკელი ახალია. ძველი ეკლესიისგან შემორჩენილი კარნიზის ქვები ახალი ნაგებობის დეკორისთვისაა გამოყენებული. დასავლეთ კედელში გვხვდება თაღოვანი შესასვლელი. ნაწილობრივაა შემორჩენილი ინტერიერისა და ექსტერიერის ბათქაში.
ტაძარში ინახება წმინდა გიორგის X საუკუნის მცირე ზომის ჭედური ხატი.